
ახალი ამბები
15 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება, მისი არასრულწლოვანი შვილები.
დაზარალებული ბიჭის ოჯახის ადვოკატი თათია მაისურაძე თვლის, რომ ხატია ვიბლიანისთვის განსაზღვრული პირობითი სასჯელი 1 წლითა და 6 თვის ვადით, შესაძლოა ჩაითვალოს სამართლიან გადაწყვეტილებად:
„მისთვის ჯარიმის დაკისრება იქნებოდა სრულიად მიუღებელი სასჯელი. ჩვენი მიზანი იყო, რომ მსჯავრდებულს გაეცნობიერებინა, რომ მის ძალადობრივ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი ექნებოდა. ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ბრალდებულს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ამიტომ ვთვლით, რომ ეს სასჯელი უსამართლოდ არ უნდა ჩავთვალოთ. ამასთანავე მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ მოსამართლემ მას ქცევის კორექციის სავალდებულო კურსების გავლა დააკისრა“, -...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→