
ბიზნესი
10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის ოქტომბერში, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $500-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ $600-მილიარდიანი ნიშნული გადახალა, კვირის დასასრულს კი $700 მილიარდს გადააჭარბა. ბოლო ერთ კვირაში მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესაც მის დაარსებულ ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.შედეგად, 2025 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, ამერიკული Forbes-ი ილონ მასკის ქონებას $754 მილიარდად აფასებს. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა წელი $421 მილიარდის სიმდიდრით დაიწყო. მხოლოდ მიმდინარე წელს მასკის ქონება $333 მილიარდზე მეტით, შესაბამისად, დღეში საშუალოდ $935 მილიონით გაიზარდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერი სხვა მილიარდერის ქონება – მაგალითად, მეორე უმდიდრესი ადამიანი, ლარი პეიჯი, $255 მილიარდს ფლობს.თუმცა მასკთან ერთად, უკანასკნელი 12 თვე მოგებიანი აღმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→