საზოგადოება
„10-დან 4 სამუშაოდ კი არა, გასაფუჭებლად მიდიოდა პოლონეთში - ქართველის დასაქმება შესაძლოა, პრაქტიკაში ძალიან გართულდეს"
ბიზნესპრესნიუსი
•3 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
„პოლონელები პირდაპირ გვეუბნებიან, მადლობა უთხარით თქვენს მთავრობასო“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პოლონეთში ქართველების დასაქმებაზე მომუშავე HR რეკრუტორმა, ირინა ნამიჭეიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ მიიღებენ. ქვეყანაში აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ სამსახურის დაწყება. ამიერიდან კი, პოლონეთში სამუშაო ნებართვის მისაღებად ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.
როგორც პოლონეთში ქართველების დამსაქმებელმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ამოქმედებული რეგულაციების გამკაცრებას კიდევ ელოდებიან.
მისივე თქმით, შესაძლებელია, პოლონეთში ქართველის დასაქმება პრაქტიკაში ძალიან გართულდეს.
„აქამდე გამარტივებული წესით ანუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებით დასაქმება 2 სამუშაო კვირას მოითხოვდა. ახალი რეგულაციით სრულყოფილი სამუშაო ნებართვა გახდა საჭირო და ეს პროცედურები დაახლოებით 3-4 თვემდე იწელება. ამას ემატება...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→