ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•12 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დეკემბერში ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავალი, რომელიც სახელმწიფო ხაზინის შემოსავლების, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს, 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცემა. ამის შესახებ Reuters პროგნოზირებს.
სააგენტოს გამოთვლით, ნავთობისა და გაზის კომპანიები წლის ბოლო თვეში ბიუჯეტში 410 მლრდ რუბლს (5.14 მლრდ დოლარს) გადარიცხავენ. რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 380 მლრდ რუბლით (4.8 მლრდ დოლარით), ანუ 49%-ით ნაკლებია. ნოემბრის დონესთან შედარებით ნედლეულიდან მიღებული შემოსავალი 120 მლრდ რუბლით (1.5 მლრდ დოლარით), ანუ 24%-ით შემცირდება.
იანვარ-დეკემბრისთვის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის მთლიანი შემოსავალი, სავარაუდოდ, 8.44 ტრლნ რუბლს (105.9 მლრდ დოლარს) შეადგენს, რაც 2024 წლის იანვარ-დეკემბრის 11.13 ტრლნ რუბლის (139.6 მლრდ დოლარის) მაჩვენებელზე 24%-ით, ანუ 2.7 ტრლნ რუბლით (33.9 მლრდ დოლარით) ნაკლებია.
ბიუჯეტის “თავის ტკივილად” რუსულ Urals-ზე ფასების ვარდნა იქცა. ის „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემდეგ ბარელზე 20 დოლარზე მეტი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→