ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•12 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გამორჩენის მიღების მიზნით, შუახევის რაიონში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს უსაფუძვლოდ დააბრალა მისი კერძო საკუთრებიდან 4200 ლარის ღირებულების ხის მასალის ქურდობის ფაქტი, დაემუქრა დაჭერით და მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშივე ბრალდებულს მიუტანეს 4200 ლარის ღირებულების ხის მასალა. ასევე, ბრალდებული, შუახევის რაიონში უნებართვოდ აშენებდა სახლს და 2...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→