ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•10 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2026 წლიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა უქმდება. თუმცა, 1 წლით ანუ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას სპორადული წესით შეძლებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ნაკვეთების რეგისტრაცია სისტემური და სპორადული წესით ხორციელდება. სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს და გარკვეული საფასური არის გადასახდელი. ხოლო სისტემური წესით რეგისტრაციის პროცესი შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება და ყველა მომსახურება მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. ამ შემთხვევაში ყველანაირი ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ ხდება და მომსახურება არის უფასო.
ამასთან, როგორც სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ განა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→