ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•10 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტებზე საზედამხედველო უფლებამოსილება ეზრდება - აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, ცვლილებების მომხრე 78 დეპუტატი იყო.
უფრო კონკრეტულად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ვირტუალური მომსახურების პროვაიდერი სრულად მოექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
„ორგანულ კანონში ცვლილებით ზუსტდება ვირტუალური აქტივის მომსახურების განმარტება და ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად. ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები დაადგინოს“, - აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→