ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•10 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საბანკო ბარათებით გადახდა აღდგა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომხმარებლებს კვლავაც შეუძლიათ როგორც ბარათებით, ასევე ტალონებით ანგარიშსწორება.
„ყველანაირი მომსახურება აღდგენილია, როგორც ბარათებით გადახდა, ტალონები და ა.შ. ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ [იქამდე არსებული შეზღუდვის მიზეზების შესახებ], ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით სხვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ სადგურებზე ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით იქნებოდა შესაძლებელი. ამასთანავე, კომპანიაში განმარტეს, რომ მუშაობდნენ საკითხის მოსაგვარებლად.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „ლუკოილი” და მისი 34 შვილობილი კომპანია სანქციების სიაში 24 ოქტომბერს დაამატა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიის დოლარში განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეზღუდვები დაწესდა, აშშ-ში მისი აქტივები გაიყინა და ამერიკულ სუბიექტებთან თანამშრომლობა აეკრძალა.
უკვე 5 დეკემბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ახალი ზოგადი ლიცენზია (No128b) გასცა, რომლითაც რუსეთის ფარგლებს გარეთ Lukoil-ის საცალო ბენზინგასამართ სადგურებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ნებართვა 2026 წლის 29 აპრილამდე გაგრძელდა. იქამდე ლიცენზია მიმდინარე წლის 13 დეკემბრამდე იყო ძალაში.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულებს შორის ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ია, რომელიც „ლუკოილ-ჯორჯიას" 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი რუსული „ლუკოილია,“ ამდენად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება. თუმცა, კომპანიის ყველა შვილობილს, ერთი თვე მიეცა ვადა სანქციების ამოქმედებამდე. შესაბამისად, საბარათე გადახდებიც 24 ნოემბრამდე იყო შესაძლებელი.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→