ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•10 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ვიმედოვნებდი, რომ პროგრამა ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდებოდა“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“კომპანია OK&CG დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაციის პროგრამის დასრულების საკითხს.
შეგახსენებთ, პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირების ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.
დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, თუმცა როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ღირებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, კანონპროექტში წერია, რომ საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედ, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. სააგენტოს მიერ გ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→