ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•10 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხორბლის სასურსათო მოხმარება 11%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საკვებად 546 ათასი ტონა ხორბლის გამოყენება მოხდა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 640 ათას ტონას შეადგენდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ეს ეს მუდმივი პროცესია, რომელიც პერიოდულად მატულობს და ამას თავისი მიზეზები აქვს.
„პური ერთგვარი სოციალური ბარომეტრია. თუ მისი მოხმარება მცირდება, იქ სხვა პროდუქტები შემოდის უკვე მოხმარებაში, მაგალითად, მაკარონი, ძეხვეული და ა.შ. განსაკუთრებით გაზაფხულზე იკლებს პურის მოხმარება, როცა ბაღჩეული პროდუქტი მატულობს და ეს მუდმივი პროცესია. სწორედ ამიტომ კლებულობს ხორბალზე მოთხოვნა და შესაბამისად, მოხმარება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
მისი თქმით, საქართველოში პურის მოხმარების საშუალო მაჩვენებელია.
„საქართველოში ერთ მოსახლეზე ფიზიოლოგიური ნორმა იანგარიშება 300 გრამი პური, შუა აზიაში ნახევარი კილოგრამი, გერმანიაში - 200 გრამამდე, რაც უფრო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→