ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„აზერბაიჯანს კორუფციულ სქემას სთავაზობდნენ“ - ასე ეხმაურება ბოლო დროს ბაქოსა და თბილისს შორის განვითარებულ მოვლენებს „ბიზნესპრესნიუსთან“ პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი დავით გოჩავა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სომხეთის მიმართულებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე გატანას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის ერთადერთი სატრანზიტო გზა საქართველოა, რომელმაც ამავე მედიის ცნობით, გადაზიდვებზე ქვეყნებს სტანდარტულზე 40-ჯერ მაღალი ტარიფი შესთავაზა.
გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს, რომლისთვისაც აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ურყევ პარტნიორად რჩებოდა, ახლა პოლიტიკური სიმწიფე უნდა გამოეჩინა და არსებული სიტუაციისთვის თანამშრომლობით ეპასუხა.
საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდეს.
რამ გააბრაზა აზერბაიჯანი, იყო თუ არა შეთავაზებული ტარიფები ნამდვილად არარეალური...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→