ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში მიმდინარე წლის ათ თვეში იმპორტული ფორთოხლის რაოდენობა წლიურად 6.9%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
კერძოდ, „საქსტატის“ მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 5.074 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 8 488 ტონა ფორთოხლის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის იმავე პერიოდში კი 5.069 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7 899 ტონა ფორთოხალი ვიყიდეთ.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ფორთოხალი ირანიდან და ეგვიპტიდან იყიდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ამ ორი ბაზრის წილი ფორთოხლის იმპორტში 66%-ს შეადგენდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის ათ თვეში ფორთოხლის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ბაზრიდან განხორციელდა:
რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 1 კგ. ფორთოხლის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 64 ცენტი იყო, გასული წლის ათ თვეში კი ფასი 60 ცენტს შეადგენდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ფორთოხლის იმპორტი 6.7%-ით გაძვირდა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→