ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხორბლის სასურსათო მოხმარება 11%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საკვებად 546 ათასი ტონა ხორბლის გამოყენება მოხდა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 640 ათას ტონას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10-წლიან პერიოდში ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით სასურსათო ხორბალი საქართველოში 2020 წელს მოიხმარეს - 643 ათასი ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორი იყო სასურსათო ხორბლის მოხმარების მაჩვენებელი 2015-2024 წლებში:
რაც შეეხება წარმოებას, საქსტატის ცნობით, 10-წლიან პერიოდში 18.2%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს ქვეყანაში 126 ათასი ტონა ხორბალი აწარმოვეს, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 149 ათასი ტონა შეადგინა. ამავე საანგარიშო პერიოდში 649 ათასი ტონიდა, 546 ათას ტონამდე შემცირდა ხორბლის იმპორტი.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→