ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
Ryanair-ი შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე დაბრუნდეს. საქართველოს საელჩო ირლანდიაში აცხადებს, რომ ავიაკომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს და საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს.
„8 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair-ის აღმასრულებელ მმართველთან, მაიკლ ო’ლირისთან.
შეხვედრაზე განიხილეს ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ირლანდიური დაბალბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან ოპერირებდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ კომპანიამ ბაზარი დატოვა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→