ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4.1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.0%-ია. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114,1 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -145,5 მილიარდ ლარამდე.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 27.4 მილიარდი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 240.0 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული მშპ-ის 2.5%-ს დონეზე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ის 33.5%-მდე.
აღნიშნული მაჩვენებლებიდან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→