ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. გასული წლის საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 264.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.
2025 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე იყო აშშ, საიდანაც 93.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე-მესამე ადგილებს ესპანეთი (...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→