ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უფასო განათლება - ეს არის მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი. ცდილობენ, რომ პიარ ტექნოლოგიების გამოყენებით დადებითი „მესიჯები“ მიიტანონ მოსახლეობამდე და ამით მოიგონ მოსახლეობის გული, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, ლიკა ღლონტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ღლონტის თქმით, დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, აიკრძალოს კერძო უნივერსიტეტებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობა. ის აღნიშნავს, რომ დოკუმენტში არსებული ჩანაწერები, პარლამენტში გაკეთებული განცხადებები და რეალური ნაბიჯები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროცესის არაგამჭირვალობას.
როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, რეფორმა ქაოსურად მიმდინარეობს და განათლების სამინისტრო ხშირად საკუთარ განცხადებებს თავადვე უარყოფს და ასწორებს.
„ფაქტი, რომ ამდენჯერ უწევთ თავისივე ნათქვამის ჩასწორება, უარყოფა და გადაკეთება ნიშნავს იმას, რომ პროცესი არის ქაოსური. გზადაგზა აკეთებენ დამატებებს. ხშირ შემთხვევაში, თავად განათლების სამინისტრომ არ იცის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→