ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროს, როგორც ევროკავშირის ერთიანი ვალუტის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. კერძოდ, გამოკითხული რესპონდენტების 79% მიიჩნევს, რომ ევრო ევროკავშირისთვის მომგებიანია, რაც 2024 წლის გამოკითხვის შედეგებს შეესაბამება. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 70%, ასევე, მიიჩნევს, რომ ეს მომგებიანია მათი ქვეყნისთვისაც.
ამის შესახებ ევროკავშირის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში წერია.
ევროზონის რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევრომ მოგზაურობა უფრო მარტივი და იაფი გახადა. ათიდან, დაახლოებით, რვა რესპონდენტი აცხადებს, რომ ევრომ ევროზონის ქვეყნებში, მათ შორის, ონლაინ-შოპინგის დროს ფასების შედარება გაამარტივა.
ამასთან, კვლევამ აღდგენისა და მდგრადობის ფონდის მხარდაჭერის მაღალი დონე აჩვენა, რომელიც ევროკომისიის პოსტპანდემიური პროგრამის, NextGenerationEU-ს ფუნდამენტური ინსტრუმენტია და რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა, ასევე, მწვანე ეკონომიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→