ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•9 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
წელს გლობალური სარეკლამო ხარჯი მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, რადგან აშშ-ის ახალ ტარიფებს მოსალოდნელი ძლიერი გავლენა არ მოუხდენია, ხოლო ხელოვნურმა ინტელექტმა ინდუსტრიის მხარდაჭერა უზრუნველყო. ამის შესახებ სარეკლამო კონცერნ WPP-ის ანგარიშში წერია, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.
ახალი შეფასებით, წელს გლობალური სარეკლამო ხარჯი, აშშ-ის პოლიტიკური რეკლამის გამოკლებით, 8.8%-ით გაიზრდება და 1.14 ტრლნ დოლარს მიაღწევს. მაშინ, როცა ივნისში WPP 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
სარეკლამო ჯგუფმა, ასევე, 2026 წლის ბაზრის ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე, ანუ 1.22 ტრლნ დოლარამდე გააუმჯობესა, მაშინ, როცა მანამდე 6.1%-იან ზრდას ვარაუდობდა.
ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების ზრდამ სარეკლამო ხარჯის მოსალოდნელზე უფრო მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. WPP-ის პროგნოზით, როგორც ტრადიციულ, ასევე, სტრიმინგ-არხებზე სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯული თანხა წელს 0.6%-ით, ანუ 167.5 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წელს 2.1%-ით, 171.1 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, ტელევიზიის ბაზრის წილი გასული წლის 15.8%-დან წელს 14.6%-მდე, ხოლო მომავალ წელს 13.9%-მდე შემცირდება.
ჟურნალებში სარეკლამო ხარჯი წელს 7.2%-ით, ხოლო 2026 წელს 10.7%-ით შემცირდება. ასევე, გაზეთებში, შესაბამისად, 0.3%-ით და 3.2%-ით შემცირდება.
კინოში, პირიქით, სარეკლამო ხარჯი წელს 5.5%-ით, 2026 წელს კი 5.7%-ით გაიზრდება. ასევე, საცალო ვაჭრობაში, შესაბამისად, 11.3%-ით და 9.4%-ით მოიმატებს.
წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სათამაშო რეკლამის სეგმენტში არის მოსალოდნელი, რომელიც 29.5%-ით გაიზრდება და 8.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. თუმცა მისი წილი საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკული სარეკლამო ბაზარი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, წელს 12.5%-ით, 431.2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. WPP-ის პროგნოზში აშშ-ში პოლიტიკური რეკლამა არ შედის, რადგან არჩევნების წლებსა და მის შემდეგ მონაცემების შედარებისას მას დამახინჯებული ეფექტი აქვს.
ჩინეთში წელს სარეკლამო ხარჯი, სავარაუდოდ, 6.8%-ით, 216 მლრდ დოლარამდე, დიდ ბრიტანეთში 8%-ით, 58.4 მლრდ დოლარამდე, იაპონიაში 5.2%-ით, 51.9 მლრდ დოლარამდე, ხოლო გერმანიაში 4.5%-ით, 40.8 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. გლობალური ბაზარების ტოპ 10-ეულში, ასევე, საფრანგეთი, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, ნიდერლანდები და მექსიკაა.
ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი გლობალური სარეკლამო ხარჯის 39.8%-ს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 31.5%-ს, ევროპა 22.2%-ს, ხოლო ლათინური ამერიკის რეგიონი 4.7%-ს შეადგენს.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური სარეკლამო შემოსავლის რთული წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 6.3%-ის ოდენობით არის მოსალოდნელი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→