ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•6 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ქართველი ავტოიმპორტიორები ამაში მონაწილეობას არ იღებენ“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ რუსული Avtostat-ის მონაცემებით, ოქტომბერში, რუსეთში მეორადი ავტომობილების მთლიანი იმპორტის 10.2% საქართველოდან განხორციელდა, რაც დაახლოებით 6 120 მანქანას შეადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში 8 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, ჯამური ღირებულება კი 139.3 ათას დოლარს შეადგენდა. მხოლოდ ოქტომბერში კი რეექსპორტზე რუსეთში ერთი მანქანაა გაყვანილი.
„ქართველი ავტოიმპორტიორები ამაში მონაწილეობას არ იღებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თუ გაჰყავთ რუსეთში ავტომობილები, როგორ გაჰყავს შავი გზებით, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ამ კუთხით დაკეტილია საზღვარი. დავუშვათ რომ, როგორმე მოახერხეს გაყვანა, რა თქმა უნდა, ამით დაზარალდება საქართველო. ჩვენი ასოციაცია, რა თქმა უნდა, არ მიესალმება ამას [რუსეთში ავტომობილების გაყვანას].
დამაინტერესა, მართლა რუსეთში ხომ არ რჩება ეს ავტომობილები-მეთქი, ვიფიქრე მოკვლევა გამეკეთებინა; რომ დავაკვირდი ადგილობრივ ბაზარს, ჩინური ავტომობილებით არის სავსე რუსეთი. შემდეგ, საბერძნეთში სრულიად შემთხვევით მოვისმინე რუსეთის მოქალაქის საუბარი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია; ამბობდა, რომ ჩვენთან ევროპული მანქანა რომ გინდოდეს, ვეღარ იყიდი, ჩემი ცოლისთვის მინდოდა და ვერ ვიყიდე, იმიტომ, რომ ჩინური მანქანებით არის რუსეთი სავსეო“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლაშა დარბაისელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე კი, ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანაც აიკრძალა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→