ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩმა გაკვირვება გამოთქვა იმ არაჯანსაღ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც Eagle Hills-ის შემოსვლას და ინვესტიციას მოჰყვა საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩის მოსმენის საკითხზე კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლა შეიძლება ბიძგის მიმცემი იყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა კომპანიებისთვის, რომ მათ საქართველოში ფულო დააბანდონ.
„ელჩის თქმით, ეს არის კომპანია, რომელსაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია. ის სანდო კომპანიის სახელით სარგებლობს და არის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დუბაის განაშენიანებაში. შესაბამისად, მან გაკვირვება გამოთქვა იმ არაჯანსაღ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის შემოსვლას და ინვესტიციას მოჰყვა საქართველოში. მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→