ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით, 2.7 მლრდ ადამიანი ბოლო 12 წლის განმავლობაში უკიდურესი უწყლობიდან გამოვიდა, თუმცა გარემოსდაცვითი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება და დაფინანსების სერიოზული დეფიციტი ამ მიღწევას საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის წლევანდელ ანგარიშში წერია, სახელწოდებით, „აზიის წყლის რესურსების განვითარების პერსპექტივა“ (Asian Water Development Outlook-AWDO).
ანგარიშის თანახმად, 2013 წლიდან უწყლობის პრობლემა განახლებული პოლიტიკური ვალდებულებით, მიზნობრივი ინვესტიციებითა და მმართველობის რეფორმებით დაიძლია. თუმცა ეკოსისტემის გაუარესება, კლიმატური რისკები და წყალზე ინვესტიციებისთვის დაფინანსების დეფიციტი მილიარდობით ადამიანს კვლავ წყლით დაუცველობის საფრთხეს უქმნის. ჭაობები, მდინარეები, წყალშემკრები ფენები და ტყეები, რომლებიც წყლის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სწრაფად უარესდება. ამინდის ექსტრემალური მოვლენები, როგორიც შტორმული ტალღებია, ასევე, ზღვის დონის აწევა და მარილიანი წყლის შემოჭრა საფრთხეს უქმნის რეგიონს, რომელზეც უკვე მსოფლიო წყალდიდობების 41% მოდის.
AWDO-ს შეფასებით, 2040 წლამდე 4 ტრლნ დოლარი, ანუ წელიწადში 250 მლრდ დოლარი მხოლოდ რეგიონის წყალმომარაგება-სანიტარია-ჰიგიენის, ანუ WASH-საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
AWDO წყლის უსაფრთხოებას ოთხი განზომილების მიხედვით აფასებს:
ანგარიშის თანახმად, WASH-ინფრასტრუქტურაზე, ანუ წყალმომარაგება-სანიტარია-ჰიგიენაზე მიმდინარე ხარჯი ყოველწლიურად საჭირო, დაახლოებით, 250 მლრდ დოლარის 40%-ზე ნაკლებს ფარავს, რაც 150 მლრდ დოლარზე მეტ წლიურ დეფიციტს ქმნის.
ცნობისთვის: AWDO აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში წყლის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეფასებაა, რომელიც ყოველ სამიდან ექვს წელიწადში ქვეყნდება. აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან ხუთი ანგარიში გამოსცა. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკი წამყვანი მრავალმხრივი ინსტიტუტია, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინკლუზიურ, მდგრად და სტაბილურ ზრდას უჭერს მხარს. ის 1966 წელს დაარსდა და ამჟამად 69 წევრ-სახელმწიფოს ეკუთვნის, საიდანაც 50 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→