ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზაციის პროექტირება დასრულებულია, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ორდუბადის რეგიონში ზანგეზურის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ცნობილი ხდება, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი სარკინიგზო ქსელის შექმნის შემდეგ, რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა იქნება.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი აშშ-ს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→