ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•5 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე გავიდა 8 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნული 8 ავტომობილის ჯამური ღირებულება 139.3 ათასი დოლარი იყო. გამოდის რომ, საშუალოდ ერთი ავტომობილის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 17 413 დოლარი იყო (ავტორის შენიშვნა: გამოშვების წლის, მარკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ფასი შესაძლოა, საშუალოზე ბევრად მეტი ან ნაკლები ყოფილიყო).
რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, საქსტატის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში 142.7 ათასი დოლარის ღირებულების 7 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული Avtostat-ის ბოლო მონაცემებით, ოქტომბერში, რუსეთში მეორადი ავტომობილების მთლიანი იმპორტის 10.2% საქართველოდან განხორციელდა, რაც დაახლოებით 6 120 მანქანას შეადგენს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში 2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→