ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•5 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ეს არის ბლეფი და სისტემური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა“,- ასე ეხმაურება იურისტი და Niauri&Co,LLC-ს გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ მოკვლევა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) დაიწყო. GCCA-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებს.
როგორც ბადრი ნიაურმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრობლემა სხვა რამეშია, ხარვეზი არის სისტემური.
„როგორც ჩანს სამშენებლო კომპანიებს ყველას ერთიანად ვერ აღკვეთავენ, ვერ დაიჭერენ და ჩამოახრჩობენ უტრირებულად რომ ვთქვათ, ამიტომ ახლა უნდა ვიპოვოთ სხვა დამნაშავე. ახლა უსულო საგნებიდან სულიერ საგნებზე გადაერთნენ და ეძებენ სხვა დამნაშავეებს. ეს დამნაშავეები, როგორც ჩანს, მათ წარმოდგენაში არიან საზედამხედველო კომპანიები. კომპანიები, რომლებიც არ ახდენდნენ დროულ გავლენას ამა თუ იმ პროექტზე.
სინამდვილეში, პრობლემა სხვა რამეშია. ეს არი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→